Friday, October 30, 2026

კათედრების იუმორისტული ღონისძიება










🖋️📝სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში დირექტორის ქალბატონ ინგა ვარდიძის ინიციატივით გაიმართა კათედრების იუმორისტული ღონისძიება.
🎭🎤წარმოდგენილი ღონისძიება იყო იუმორით , კრეატიულობით, ენერგიითა და პოზიტიური განწყობით სავსე.
🎭🎤ღონისძიებამ შექმნა მეგობრული და ერთიანობით სავსე ატმოსფერო, ღონისძიების დასასრულს კი სკოლის დირექციამ ჯილდო გადასცა სკოლის იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 30 და მეტი წელი მიუძღვნეს პედაგოგიურ საქმიანობას.
❤️მადლობა მათ შრომისა და ერთგულებისთვის!

 

Thursday, October 29, 2026

პირვლკლასელების პირველი ნერგი








🌍💧სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ახალციხეში გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი მელიქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ვახტანგ მერაბიშვილმა, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა თორნიკე ხმალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა - დავით ტაბატაძემ, ამბარცუმ ბაბოიანმა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონ ხათუნა ხმალაძემ.
🌿🌍💧პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
🌿🌍💧ინიციატივა აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას - საკუთარი პირველი ნერგის დარგვით ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ ქვეყნის გამწვანებაში, სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას და საკუთარი წვლილი შეაქვთ ახალი მწვანე სივრცეების შექმნაში.
(ფოტოები ქვეყნდება მშობლის თანხმობით)


 

Thursday, September 17, 2026

ახალი სასწავლო წელი 2026-2027

 




სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლას ეწვივნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მერის მოადგილეები ნოდარ ტატალიშვილი, რუბენ კარაპეტიანი და გიორგი მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - დავით მუმლაძე, ვახტანგ მერაბიშვილი და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ხათუნა ხმალაძე.
✨ 📚 ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა,რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონ ხათუნა ხმალაძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
📚🎉 სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!
✨ „ახალი სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც წელს პირველად შეაღეს სკოლის კარი. თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა თუ მშობელს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ! 📚
(ფოტოები ქვეყნდება მშობლის თანხმობით)



Friday, June 26, 2026

მასწავლებელთა მერვე სასკოლო კონფერენცია 2026წელი



🏫✨სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა მერვე სასკოლო კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში, პედაგოგებმა კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებზე და განიხილეს სწავლების ისეთი მეთოდები, რომლებიც გაკვეთილებს კიდევ უფრო საინტერესოსა და პროდუქტიულს ხდის.

🏫✨🚀კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგებს შორის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.

Monday, May 25, 2026

​🌟 ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲮᲚᲘᲡ 79-Ე ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ-ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲗᲘ ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲤᲘᲜᲐᲚᲘ

 







​🌟 ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲮᲚᲘᲡ 79-Ე ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ-ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲗᲘ ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲤᲘᲜᲐᲚᲘ

📣✨​სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-11 ე კლასის მოსწავლემ, ნიკა დევნოსაძემ, წარმატებით გადალახა სამი ეტაპი, გადავიდა ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 79-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე მომხსენებლად.
👩‍🏫მოსწავლის მენტორი, ფიზიკის წამყვანი მასწავლებელი, მაია თათეშვილი. ❤️👏🫶✨️


(ფოტოები ქვეყნდება მშობლის თანხმობით)