Friday, September 26, 2025

მასწავლებლის ჯილდო-2025


🎉🎊სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია ნაზი ჯინჭველაძეს ულოცავს მრავალწლიანი და უაღრესად მნიშვნელოვანი პედაგოგიური საქმიანობის აღიარებასა და დაფასებას 💝💝.
🙌თქვენმა დაუღალავმა შრომამ, პროფესიონალიზმმა და მოსწავლეების მიმართ უდიდესმა სიყვარულმა არა მხოლოდ მრავალი თაობის განათლებასა და ადამიანად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, არამედ ღირსეულად წარმოაჩინა მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებული მნიშვნელობა💝💝.
თქვენი ცოდნა, გამოცდილება, შრომისმოყვარეობა და ერთგულება უდიდესი მაგალითია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე კოლეგებისთვის. თითოეული თქვენი გაკვეთილი ცოდნის, კეთილშობილებისა და ადამიანური ღირებულებების ზეიმია 💝💝.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და იმ სითბოს, სიყვარულის ასმაგად დაბრუნებას, რომელსაც მთელი თქვენი პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში უხვად გასცემთ 💝💝.
დიდი მადლობა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს ქალბატონი ნაზი ჯინჭველაძის ღვაწლის დაფასებისა და საზეიმოდ აღიარებისთვის, რაც მოტივაციაა მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის 💝💝!






No comments:

Post a Comment