Wednesday, December 3, 2025

ეკოკლუბი "მწვანე მისია"

 მოსწავლეებმა წარადგინეს წინა შეხვედრის დროს მიცემული ჯგუფური დავალების პრეზენტაციები



დავალება: ბიომრავალფეროვნების თემის შესწავლა მსოფლიო, ევროპა, კავკასია, საქართველო და სამცხე-ჯავახეთის დონეზე.

ყველა ჯგუფმა საკუთარი თემა ძალიან საინტერესოდ, დეტალურად და კრეატიულად წარადგინა— პრეზენტაციები გამართული, მკაფიო და შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეების შრომა ნამდვილად დასაფასებელია! 🌿👏
🌿 პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს ახალი დავალება
🎄 დეკემბერის ბოლოსთვის ნარჩენებისგან უნდა დაამზადონ სხვადასხვა საშობაო-საახალწლო ნივთები.
შემდეგ სკოლაში მოეწყობა აღნიშნული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
📌 გამოფენის მიზნები:
✨ ნარჩენების ხელახლა გამოყენების მნიშვნელობის წარმოჩენა
✨ ეკოლოგიური აზროვნების გაძლიერება
✨ შემოქმედებითი და ხელნაკეთი უნარების განვითარება
✨ ესთეტიკური ხედვის გაღრმავება — ნარჩენებისგან ლამაზი და ორიგინალური ნივთების შექმნით.
მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებას! 💚
(მოსწავლეების ფოტოები ქვეყნდება მშობლის თანხმობით)

No comments:

Post a Comment