ეკო-ინიციატივა ჩვენს სკოლაში!
ჩვენმა ეკო კლუბმა, სასკოლო თვითმმართველობასთან ერთად, ნამდვილი წინასაახალწლო ჯადოსნობა მოაწყო!
ეკოკლუბ "მწვანე მისიის"ფარგლებში ჩატარდა მორიგი აქტივობა-გამოფენა, რომელიც მთლიანად ნარჩენებისგან დამზადებულ ნივთებს დაეთმო.
სასიხარულოა, რომ პროცესში მთელი სკოლა ჩაერთო. მოსწავლეებმა პლასტმასის, ქაღალდისა და სხვა მასალებისგან შექმნეს ნაძვის ხის ორიგინალური სათამაშოები და სხვადასხვა დეკორაციები. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია გუნდურ მუშაობასა და კრეატიულობას გარემოსთან სასიკეთო ცვლილებების მოტანა. 

როგორც მასწავლებელი, ვამაყობ თითოეული მოსწავლით. მათ დაგვანახეს, რომ ის, რაც ერთი შეხედვით ნარჩენია, სწორი ხედვითა და ზრუნვით შეიძლება სადღესასწაულო განწყობის წყაროდ იქცეს. ამ აქტივობით ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს, რომ გარემოზე ზრუნვა და დღესასწაული განუყოფელია!
მადლობა ყველას მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის!
(მოსწავლეთა ფოტოები ქვეყნდება მშობელთა თანხმობით)











No comments:
Post a Comment